საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადა „ბათუმი“

14 დეკემბერი 2015 წელი

14 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში დაიწყო საქალაქო შემეცნებითი საკონკურსო ოლიმპიადა "ბათუმი"-ს ზამთრის სერია 2015, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ბათუმის 24 კერძო და საჯარო სკოლის 144 მოსწავლე. ოლიმპიადა წარმოადგენს ლოგიკურ კითხვებზე აგებულ გუნდურ თამაშს, რომელიც ჩატარდება 3 ტურად: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი. დასკვნითი თამაში გაიმართება 24 დეკემბერს. სამ საპრიზო ადგილზე გასული გუნდის ყველა მონაწილეს დააჯილდოვებს ხელოვნების უნივერსიტეტი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომისია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სხვა მხარდამჭერები. ოლიმპიადის ორგანიზატორია სტუდენტური კლუბი "24".

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031