თბილისის სახელმწიფოკონსერვატორია 100 წლისაა

სურათი

29 აპრილი 2017 წელი

1 მაისს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს კონსერვატორიის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ყველა თანამშრომელს საიუბილეო თარიღს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031