26 თებერვალი, 2018 წელი - ერთობლივ კინოპროექტზე მუშაობა დაიწყო

სურათი

პროექტის ფარგლებში ქ. ბათუმს ესტუმრებიან პოლონელი, მსოფლიოში აღიარებული კინო დოკუმენტალისტები, მიროსლავ დემბინსკი და მიროსლავ დემბინსკა, ასევე პროდიუსერი ვიქტორია ოგნევა.

პროექტის „ბათუმის ერთი დღე“ ფარგლებში მოხდება სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება, რაც სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას მისცემს, ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას და ადგილობრივი და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის  „ბათუმის ერთი დღე“ დასრულების შემდეგ იგეგმება ფილმის პრემიერა ბათუმსა და თბილისში, ასევე, ლოძის ეროვნულ კინოსკოლაში და ვარშავის  ეროვნული კინოცენტრის დარბაზში. ფილმი გაიგზავნება საერთაშორისო სტუდენტური და დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალებზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031