სტუდენტების მონაწილეობა პროექტში "ჩვენი ეზო". მადლობა

სურათი

კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის 30 სექტემბერს 19:00 საათზე,  ქ. ბათუმში, გ. მაზნიაშვილის N 48-ში გაიმართა პროექტი „ბათუმური ეზო“, რომლის მიზანი იყო  ძველი ბათუმური ეზოების პოპულარიზაცია, მათი ყოფითი როლისა და ფუნქციის გაზრდა.  პროექტში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების უნივერსიტეტის დიზაინისა და არქტიტექტურის სპეციალობის სტუდენტებმა, მათ შექმნეს ეზოს კონცეფცია, ასევე მოეწყო არქიტექტურის მესამე კურსის სტუდენტის დავით რომანაძის ნამუშევრების გამოფენა ქანდაკებაში.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031