სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

2019 წლის 3 მაისს ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდნენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, კერძოდ: ხელოვნების უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის, დებრეცენის უნივერსიტეტის, ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორიის, ყაზახეთის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სექციები:

1. ხელოვნებათმცოდნეობა;

2. მუსიკათმცოდნეობა;

3. კულტურა, კულტურული ტურიზმი.

საერთაშორისო კონფერენცია ხელს შეუწყობს სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებას, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთობის ჩამოყალიბებას და შემდგომ თანამშრომლობას, აგრეთვე - ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესიულ განვითარებას.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30