Creative SPARK - უნივერსიტეტში

სურათი

2019 ლის  8 მაისს 12:00 უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა შეხვედრა აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროექტების ფარგლებში გამარჯვებული პროექტის  „აჭარის ცნობილი და უცნობი კულტურული მარშრუტები" - ააიპ "Creative SPARK" – “შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს პროექტის შინაარსი, აუხსნეს მონაწილეების რეგისტრაციის პროცესები და იდეების მიწოდების ვადები. დეტალურად ისაუბრეს სტუდენტების მონაწილეობის ფუნქციებზე, მათი ჩართულობის ფორმებზე. მიაწოდეს ინფორმაცია პროექტში გამარჯვებული მონაწილეების ფულად საპრიზო ფონდზე. გაიმართა ინტერაქტიული შეხვედრა. სტუდენტებმა გამოთქვეს ინტერესი პროექტში მონაწილეობაზე. სტუმრებმა უპასუხეს  შეკითხვებს და უსურვეს მათ წარმატებები. 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30