2022 წლის 23 ივნისს ბათუმის ხელოვნების სასაწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა გიორგი გორჯელაძემ მონაწილეობა მიიღო "MISA"-ს (MISA-Music internationaly summer academy) საერთაშორისო კონკურსში (ვოკალური განყოფილება), რომელიც ჩატარდა ონლაინ ფორმატით 2 ტურად

2022 წლის 23 ივნისს ბათუმის ხელოვნების სასაწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა გიორგი გორჯელაძემ მონაწილეობა მიიღო "MISA"-ს (MISA-Music internationaly summer academy) საერთაშორისო კონკურსში (ვოკალური განყოფილება), რომელიც ჩატარდა ონლაინ ფორმატით 2 ტურად. გიორგიმ აიღო მეორე ადგილი და მიენიჭა ლაურეატის წოდება. ამ კონკურსის ყველა გამარჯვებული მონაწილე ითვლება MISA სოლისტ-მომღერლად და კონცერტებსა თუ საოპერო დადგმებში მიიღებენ მონაწილეობას.
გიორგი გორჯელაძე 23, 25 და 28 აგვისტოს MISA-ს ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს კონცერტებში დუშეთში, მცხეთაში და თბილისში.
28 აგვისტოს აგრეთვე გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოება.
წარმატებას ვუსურვებთ გიორგის და კონკურსის ყველა მონაწილეს!
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |