ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი - „ღონისძიების ორგანიზება და მართვა

სურათი
ტრენინგს ტრადიციულად წარუძღვა მოწვეული სპეციალისტი - სოფიო ლობჟანიძე.

სოფიო არის საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა მენეჯერი, ა(ა)იპ ხელოვნება მომავლისათვის დამფუძნებელი, PR და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ღონისძიების მენეჯმენტის არსსა და ფუნქციებს

მისი მოწყობის მიზნებსა და დანიშნულებებს

ღონისძიების დაგეგმვას

ღონისძიებების ტიპებს (პერსონალური, კულტურული, კორპორატიური, სოციალური პასუხისმგებლობის...) და სხვა.

ტრენინგი განკუთვნილია განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

ორგანიზატორი - ბხსუ შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილება.

———

ტრენინგის II ეტაპი 8 დეკემბერს 13:00 საათზე დაიწყება

ხანგრძლივობა - 5 სთ

მის: მესამე სართული საკონფერენციო დარბაზი #330

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031