აჭარის ხელოვნების მუზეუმში, ღონისძიება „სტუდარტი“ გაიმართა.

სურათი

12 ოქტომბერი 2024 წელი

   ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი -ს ხელოვნებათმცოდნეობის, მოდის დიზაინის, კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს. ჩატარდა სტუდენტების მიერ გადაღებული ორი ფილმის ჩვენება. შესრულდა მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მუსიკალური ნომრები. მანეკენებზე წარმოდგენილი იქნა მოდის დიზაინის სპეციალობის სტუდენტთა სადიპლომო ნამუშევრები. მუზეუმის არტ-ექსპოზიციონერმა სტუნდენტებთან ერთად შეასრულა ამ დღესთან დაკავშირებული თემატიკის ფერწერული კომპოზიცია.საღამოს აფორმებდა ვიოლიონოზე შესრულებული მუსიკალური ნომრები.ღონისძიება, სსიპ აჭარის მუზეუმი/ ხელოვნების მუზეუმის და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ხელოვნების სფეროში ჩართული სტუდენტების საქმიანობის პოპულარიზაციას ემსახურება!

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031