კულტურული ტურიზმის პირველი კურსის სტუდენტების პრაქტიკა , ყველაზე პოპულარულ ღვინის მარანში.

სურათი

14 ნოემბერი 2024 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კულტურული ტურიზმის პირველი კურსის სტუდენტები, პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლენილ, აჭარის საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებელ ყველაზე პოპულარულ ღვინის მარანში.

პრაქტიკის მიზანია უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცება, მართვის პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება და კულტურული ტურიზმის სფეროში გამოცდილების შეძენა, ასევე სასწავლებლის პირობებში სტუდენტის იმ პროფესიული უნარების გამომუშავება, რაც მას ესაჭიროება კვალიფიკაციით დასაქმების შემთხვევაში წარმატებული პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031