ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

17 მარტი 2025 წელი

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტებს სორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს: ერთობლივ საგანმანათლებლო, სასწავლო და კვლევით საქმიანობას, აკადემიური პერსონალის გაცვლას ლექციების, ვიზიტებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში მონაწილეობას, მხარეთა ინტერესების სფეროში არსებული ინფორმაციის გაცვლას, პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევარების, მაგისტრანტებისა და ბაკალავრიატის სტუდენტების გაცვლას სწავლებისა და კვლევის მიზნით.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031