ბათუმის ხელოვების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯილდოვება

სურათი

4 აპრილი 2025 წელი

“ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” ახორციელებს ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს "აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით", რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდები დაეუფლნენ სოციალური მეწარმეობის ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებს, ხოლო, პროგრამის დასრულების შემდგომ, შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ იდეების კონკურსში და საკუთარი საწარმოს წამოსაწყებად საჭირო დაფინანსება მოეპოვებინათ.
აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა და 2000 ევროს ოდენობის დაფინანსება მოიპოვა ბათუმის ხელოვების სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა, მილა არჩაიამ და გელა მოწყობილმა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031