ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში დევიდ გომეს საჯარო ლექცია გაიმართა

სურათი

14 აპრილი 2025 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია, მადრიდის კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რესტავრაციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა და პროფესორმა დევიდ გომეს ლოზანომ გამართა. თემა:„ფოტოგრაფია, როგორც სამოქალაქო ლანდშაფტის ფაქტობრივი კონსერვაციის დოკუმენტირების ინსტრუმენტი და განსხვავებული ურბანული სივრცეებისთვის გარკვეული საერთო იდეების ან სტერეოტიპების ჩამოყალიბება".

შეხვედრაზე პროფესორმა გომესმა განიხილა თანამედროვე ფოტოგრაფიის როლი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროცესში, ისაუბრა იმ მეთოდებსა და ტექნიკებზე, რომლებიც გამოიყენება ურბანული ლანდშაფტის დოკუმენტირებისას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფოტოგრაფიის, როგორც საკომუნიკაციო მედიუმის მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა საზოგადოებებში საერთო კულტურული აღქმების ფორმირებას.

საჯარო ლექციამდე პროფესორთან დევიდ გომეს ლოზანოსთან უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთმა მამუკა ალაფიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031