ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ფინეთის სატაკუნტას უნივერსიტეტის (SAMK)წარმომადგენლები ეწვივნენ

1 მაისი 2025 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ფინეთის სატაკუნტას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორი, სანა-მარია ჯუანტალო და სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სასწავლო პროცესების ხელმძღვანელი მატი ველჰონოა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ მამუკა ალაფიშვილთან და უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები უნივერსიტეტების შესახებ. შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსიები თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.იმავე დღეს ფინეთის სატაკუნტას უნივერსიტეტის (SAMK)წარმომადგენლები ბხსუ-ს სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ფინელმა სტუმრებმა სტუდენტებს პრეზენტაციის მეშვეობით გააცნეს თავიანთი უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო კურსები სახვითი ხელოვნების, ტურიზმის და მენეჯმენტის მიმართულებით. ისაუბრებეს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ ფასეული გამოცდილება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.