ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, თამაზ ცერიაშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სურათი

13 მაისი 2025 წელი

 ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბატონი თამაზ ცერიაშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მისი წვლილი და როლი უდიდესია ჩვენი უნივერსიტეტის და ზოგადად ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში. ის 1998 წლიდან, ჯერ კიდევ ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიის არსებობის დროიდან, უკვე 27 წელია ემსახურება მომავალი თაობის აღზრის საქმეს. დღემდე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სიმღერის დეპარტამენტის და საოპერო მიმართულების ხელმძღვანელია და ერთგულად, უდიდესი ენთუზიაზმით და სიყვარულით უძღვება ამ მნიშვნელოვან საქმეს. ბატონო თამაზ, კიდევ ბევრი შემოქმედებითად დატვირთული პედაგოგიური წელი გეამაყოთ თქვენი აღზრდილი წარმატებული მოსწავლეეებით და თაობებით. ბატონი თამაზ ცერიაშვილი აჭარის განათლების დ სპორტის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა აკაკი ძნელაძემ და ხელოვნების უნივერიტეტის რექტორმა ბატონმა მამუკა ალაფიშვილმა 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის დააჯილდოეს!

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031