ტრაპიზონის კულტურის ცენტრში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების კონცერტი გაიმართა

2 ივნისი 2025 წელი
ტრაპიზონის უნივერსიტეტის კონსერვატორიის მიწვევით, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ტრაპიზონის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართეს. კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და მას ტრაპიზონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.