ბრიტანეთში, ნიუქასლის უნივერსიტეტში შუასაუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია გაიმართა

10 ივლისი 2025 წელი
ბრიტანეთში, ნიუქასლის უნივერსიტეტში გაიმართა შუასაუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ხათუნა მანაგაძემ. მან წარადგინა მოხსენება ,,ქართული საგალობელი ტრადიციისა და მემკვიდრებობის ჭრილში".