ყურადღება! დაიწყო მობილობის პროცესი!
დაიწყო მობილობის პროცესი!
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2025 წლის 25 აგისტოდან 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, სტუდენტთა სტატუსის აღდგენის მსურველებმა 2025 წლის 10 - 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საბუთები.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, სტატუსშეჩერებული პირის სტატუსის აღდგენის მსულველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი.
საშემსრულებლო მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებზე სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის ან საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2025 წლის 02 სექტემბერს 12:00 საათზე.
ხელოვნების მენეჯმენტის (60 კრედიტი) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება - 2025 წლის 17 სექტემბერს 12.00 საათი; გამოცდა ინგლისურ ენაში (B2) დონე ჩატარდება - 2025 წლის 18 სექტემბერს 12.00 საათი.
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 18 სექტემბერს.
საკონტაქტო პირი: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593 482 486;
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32. პირველი სართული, ოთახი 105.