ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მამუკა ალაფიშვილი გახდა

სურათი

30 ივლისი 2025 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მამუკა ალაფიშვილი გახდა. ის ბოლო 6 თვის განმავლობაში რექტორის მოვალეობას ასრულებდა. მას სხდომაზე მყოფმა აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა გამოუცხადა ნდობა. სხდომას საბჭოს ერთი წევრი არ ესწრებოდა. მამუკა ალაფიშვილი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და ის რექტორად 4 წლის ვადით აირჩიეს.

მამუკა ალაფიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და პრეზენტაციისას აქცენტი გააკეთა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სასწავლო პროცესში კვლევების ინტეგრაციაზე, ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობასა და პერსონალის მხარდამჭერ პროექტებზე, ასევე ავტორიზაციის უკვე დაწყებული პროცესის წარმატებით დასრულების საკითხზეც.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031