განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა ტურიზმის დარგის სპეციალისტებთან

 11 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ტურიზმის დარგის სპეციალისტებთან და კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან. კერძოდ, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი, “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი,  ტურიზმის საკითხებში ექსპერტი ზვიად ელიზიანი, „კულტურული ტურიზმის“ პროგრამის ხელმძღვანელები ნინო მამულაძე და ე. მესხია. საუბარი შეეხო „კულტურული ტურიზმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისათვის მომზადებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების  საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების შესახებ. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031