ინტერაქტიური ვორქშოპი

სურათი

17 მაისი 2013 წელი

16 და 17 მაისს ბრიტანელმა ექსპერტებმა ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაატარეს ვორქშოპი "პროგრამირებისა და პროდიუსირების" საკითხებზე, სადაც მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი თეატრების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ტრენინგის მიზანი იყო ბრიტანული გამოცდილების გაზიარება, რომელიც განკუთვნილია როგორც დიდი თეატრებისა და ფესტივალების დირექტორებისთვის, ისე ხელოვნების ყველა სფეროში მომუშავე დამოუკიდებელი მენეჯერებისთვის. პროგრამა "კრეატიული პროდიუსერების" და თანამშრომლობის ახალ მოდელებს იკვლევს. თეატრალებმა, ბრიტანელ ტრენერებთან ერთად, ძველი და მიმდინარე სეზონის ნამუშევრები განიხილეს და თეატრის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ვორქშოფი ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თეატრალური პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031