ჰოლივუდელი რეჟისორისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი ფილმი

სურათი

10 ივნისი 2013 წელი

კრისტოფერ რ. კოპოლა და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივით გამართულ კონკურში, ხუთეულში მოხვდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის 5 სტუდენტი: ქეთევან ტაკიძე, ნანა ზარანდია, სუზანა ვოლოდიანი, ლენა ჭაღალიძე და იმედო იაკოვენკო. ისინი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის „ოთხი ყრუს“ მიხდევით გადაიღებენ ფილმს. სტუდენტებს ეძლევათ 9 დღე. ფესტივალის ვებგვერდზე იტვირთება თითოეული ჯგუფის ნამუშევარი და მთელი მსოფლიო ხმას აძლევს საუკეთესოს. გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო. აღსანიშნავია, რომ ქრისტოფერ კოპოლა ჩაატარებს მასტერკლასს, თავადაც მიიღებს ფილმებში მონაწილეობას და დაესწრება გადაღების პროცესებს. მასალები იხილეთ ვებგვერდზე: www.pahfest.org

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930