სადოქტორო დისერტაციის დაცვა

სურათი

15 ნოემბერი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა. ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა რატი ჩიბურდანიძემ 15 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „მხატვრულ–სტილისტური ტენდენციები XX საუკუნის 70–იანი წლების ქართულ ფერწერაში". რ. ჩიბურდანიძის დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სპეციალიზირებული საბჭოს გადაწყვეტილებით დისერტანტს ხელოვნების თეორიისა და ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს რ. ჩიბურდანიძეს დისერტაციის დაცვას და უსურვებს წარმატებებს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031