მაგისტრატურა 43 სტუდენტისთვის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით

სურათი

6 თებერვალი 2014 წელი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის 43 სტუდენტი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაგისტრატურაზე ისწავლის.
კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად ეხმარება სტუდენტებს პროფესიულ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში. „სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მიზანია, ახალგაზრდების წახალისება, მათ სამომავლო საქმიანობაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად ქართველი სტუდენტები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სხვადასხვა უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.
პროექტი ინიცირებულია, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მიერ.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930