კონკურსი სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე

სურათი

11 თებერვალი 2014 წელი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს შესარჩევ კონკურსს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე 2014-2015 აკადემიური წლისთვის (Global Undergraduate Exchange Program in Eurasia andCentral Asia). ანკეტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.

პროგრამა საშუალებას აძლევს  ბაკალავრიატის პირველ,მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში სრული დაფინანსებით. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის, საანკეტო ფორმებისა და ინსტრუქციებისთვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამის ვებგვერდი: http://irex.ge/ugrad  

IREX/Georgia

www.irex.ge

6 K. Marjanishvili Street

Tbilisi 0102, Georgia

Office: +(995 32) 291 26 08 Ext. 107

Fax:    +(99532) 91 26 09

E-mail: ugrad-georgia@irex.org

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031