კოპოლას დისტანციური მასტერკლასი სან-ფრანცისკოდან

სურათი

13 თებერვალი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად შედგა დისტანციური მასტერკლასი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, კერძოდ ბათუმისა და სან-ფრანცისკოს სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომელსაც ჩაატარებენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი, რეჟისორი ზაზა ხალვაში და ჰოლივუდელი პროდიუსერი და რეჟისორი ქრისტოფერ კოპოლა. ის ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში იმყოფებიდა ბათუმში და ჩვენი სტუდენტების მიერ გადაღებულ ფილმში მონაწილეობდა. სწორედ მაშინ დაიგეგმა  დისტანციური მასტერკლასები. პირველ მასტერკლასზე სან-ფრანცისკოელმა და ბათუმელმა სტუდენტებმა ერთმანეთი გაიცნეს და პირველი დავალებები მიიღეს. მეორე მასტერკლასი დაგეგმილია მომდევნო ოთხშაბათს, 19 თებერვალს. მასტერკლსები დასრულდება ივნისში  და სტუდენტური ნამუშევრების მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კ. კოპოლა იანვარში იმყოფებოდა ბათუმში და რამდენიმე ეპიზოდი გადაიღო თავის ახალი ფილმიდან, რომელშიც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031