კონცერტი ხელოვნების ცენტრში

სურათი

31 მარტი 2014 წელი

29 მარტს ხელოვნების ცენტრში გაიმართა კონცერტი. შესრულდა არიები ჯაკომო პუჩინის, ჟორჟ ბიზეს, პიეტრო მასკანის, ჯუზეპე ვერდის, ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებიდან. არიები ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან ნონა კორიფაძესთან ერთად არმაზ დარაშვილმა შეასრულა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების პირველ სოლო კონცერტს აკომპანირება მუსიკალური ცენტრის ორკესტრმა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მამუკა ალაფიშვილის დირიჟორობით გაუწია.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930