პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

30 მაისი 2014 წელი

 2014წლის 28-29 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ბათუმში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ხელოვნების მიმართულებით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ უნივერსიტეტის, ბათუმის ისტორიაშიც, ვინაიდან დღემდე, ბათუმში გამართულ ყველა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ხელოვნება წარმოდგენილი იყო სექციის სახით, მაგრამ დამოუკიდებლად იგი მხოლოდ წელს იმართება ხელოვნების უნივერსიტეტში.

კონფერენციის თემაა„კულტურა და ხელოვნება: ტრადიცია და თანამედროვეობა“.

კონფერენციაში მონაწილეობდა 6 ქვეყნის: გერმანიის, ლატვიის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები, სულ 62 მომხსენებელი.

საქართველოდან კონფერენციაში ფართოდ არიან წარმოდგენილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის (GIPA), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმისა და, რა თქმა უნდა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები და ახალგაზრდა დოქტორანტები.


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031