ამერიკულ-ქართული პროექტის ბათუმური პრემიერა

სურათი

28 მაისი 2014 წელი

 გაიმართა სან-ფრანცისკოელი და ბათუმელი სტუდენტებისე რთობლივი პროექტის ბათუმური პრემიერა. ოთხი თვე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტები პროფესორები სზაზა ხალვაშისა და ქრისტოფერ კოპოლას ხელმღვანელობით „skype-სმეშვეობით  ერთობლივ ქართულ-ამერიკულ პროექტზე მუშაობდნენ.  პროექტის თითოეულმა მონაწილემ 3-3 წუთიანი ფილმები გადაიღეს. პროექტის მიხედვით ბათუმელი სტუდენტების მიერ გადაღებული კადრები თავის ფილმებში უნდა გამოეყენებინა სან-ფრანცისკოელ მეწყვილეს, ხოლი სან-ფრანცისკოში გადაღებული კადრები ბათუმელს. 

9 მაისს გაიმართა პრემიერა სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის კინოდარბაზში. 28 მაისს კი შედგა კინოჩვენება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. ბატონი ქრისტოფერი „skype-ს საშუალებით მიესალმა ბათუმში შეკრებილთ და პრემიერა მოულოცა. აღნიშნა, რომ საინტერესო იყი ბათუმელ სტუდენტებთან მუშაობა, გამოთქვა სურვილი, პროექტი გაგრძელდეს, ბათუმელი სტუდენტები ჩავიდნენ სან-ფრანცისკოში, ხოლო სან-ფრანცისკოელი სტუდენტები ბათუმში.

ფილმის ჩვენების შემდეგ პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სპეციალურად სან-ფრანცისკოდან გამოგზავნილი სერთიფიკატები. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031