შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან

სურათი

13 აგვისტო 2014 წელი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ე. მესხიასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გ. ბერიძის შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ბატონ მ. გიორგაძესთან. უნივერსიტეტის რექტორმა მინისტრს გააცნო სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის დაფინანასებასთან დაკავშირებული პრობლემები. ბატონმა მ. გიორგაძემ გამოხატა მზადყოფნა დასმული პრობლემის გადასაწყვეტად და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აღუთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები ექნებოდა შესაბამის ხელმძღვანელ პირებთან.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031