„შემოქმედებითი ლაბორატორიის“ წარმატება სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალზე

სურათი

30 აპრილი 2015 წელი

სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალ „ტერფსიქორე“-ში,რომელიც გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღო ხელოვნების უნივერსიტეტის „შემოქმედებითმა ლაბორატორიამ“ ,ხელმძღვანელი მ. ბაღდადიშვილი. „შემოქმედებით ლაბორატორია“-ში გაერთიანებული არიან ქორეოგრაფ-რეპეტიტორის სპეციალობის სტუდენტები. ბათუმელი სტუდენტების გამოსვლა ფესტივალზე განსაკუთრებით აღინიშნა და ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით „შემოქმედებითი ლაბორატორია“ დაჯილდოვდა ფესტივალის სპეციალური პრიზით. 

ფორუმ-ფესტივალის პროგრამით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მოხსენებით წარსდგა ხელოვნების უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი მირანდა ბაღდადიშვილი, რომლის მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

მადლობის წერილი


სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031