სტუდენტთა საყურადღებოდ!

5 ივნისი 2015 წელი

ქ. ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ორგანიზებას უწევს ღონისძიებას, ,,სამთო ახალგაზრდული ბანაკი“-ს განხორციელებას. პროგრამა ითვალისწინებს სამთო-ახალგაზრდული ბანაკის მოწყობას საქართველოს მთიანეთში (სვანეთი, რაჭა, ყაზბეგი), სადაც სტუდენტები ივლისისა და აგვისტოს თვეში , 8 დღის განმავლობაში იცხოვრებენ კარვებში, გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ისწავლიან ტურისტული ტექნიკის გამოყენებას (თანაბარი განაკვეთის თოკების ერთმანეთში გადაკვანძვა, სამთო აღჭურვილობი9ს გამოყენება, კარვის აწყობა, ზურგჩანთის ჩალაგება, მდინარეზე თოკით გადასვლა), ასევე სამთო ლაშქრობები, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საღამოები. აკლიმატიზაციის შემდეგ მონაწილეები ავლენ მწვერვალზე.
 გთხოვთ 9 ივნისამდე წარმოადგინოთ განაცხადი. პროგრამის მონაწილეთა შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ გასაუბრების, სამოტივაციო წერილისა და შევსებული აპლიკაციის მიხედვით; პრიორიტეტი მიენიჭებათ სპორტული მონაცემების მქონე წარმატებულ და წარჩინებულ; სტუდენტებს.
 სიიას დანართის სახით თან უნდა ერთვეოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
 1) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ქსეროასლი;
2) ცნობა სასწავლებლიდან;
3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
4) სამოტივაციო წერილი;
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით სსიპ–ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შექმნის დროებით კომისიას და სტუდენტი, რომელიც გამოიჩენს სურვილს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით სამშაბათს, 9 ივნისს გაივლის შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრებას, რომელიც გაიმართება ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, (მეორე სართული, #52 აუდიტორია).
გთხოვთ მსურველებმა კომენტარის სახით დააფიქსიროთ საკუთარი სახელი გვარი, რათა გასაუბრებამდე შედგეს პროექტში პოტენციურ მონაწილეთა სია.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930