გაიმართა პროექტის პრეზენტაცია

სურათი

12 ივნისი 2015 წელი

დასრულდა  პროექტი  „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“, რომელიც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს „თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის„ ფარგლებში დაფინანსდა (20 000 ლარი) და განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში  მოწვეული იყო  იენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი, რომელმა წაიკითხა სალექციო კურსებ: ტექსტილი ანტიკურ ეკონომიკაში, ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე, ძველი სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიური კონსტანტინოპოლის ჩათვლით. დიზაინის სპეციალოის სტუდენტების მიერ შესრულებული იქნა 35 კოსტიუმი.  შესრულდა ასევე  შემოქმედებითი ლაბორტორიისათვისთეჯირები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება შოუ-პერფომანსების დროს.

წარმოდგენილი პროექტის მიზანი იყო სტუდენტთა კრეატიული საშემსრულებლო-შემოქმედებითი და კვლევითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

პროექტი დასრულდა გრანდიოზული ჩვენება-პრეზენტაციით რომელსაც ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს ,სამინისტროების, ბათუმის უნივერსიტეტების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე თურქერთის რესპუბლიკის კონსული მეუღლითურთ. ქალბატონ ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგს გადაეცა სამახსოვრო დიპლომი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031