გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

2 ნოემბერი 2015 წელი

2 ნოემბერს გაიხსნა და 4 ნომბერამდე გაგრძელდება ხელოვნების   უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ინიციატივითა და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამაშია სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები, მასტერკლასები, ვორქშოფები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

ფესტივალში 100-ზე მეტი ქართველი თუ უცხოელი შემსრულებელი და მეცნიერი მონაწილეობს. ფესტივალის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს და საშემსრულებლო პრობლემებთან დაკავშირებულ კვლევებს გაეცნობიან.

ფესტივალში მონაწილეობენ - საუცეასი (ლატვია), ქორალი(უკრაინა), საჩუქარი (საფრანგეთი), დუკაჩი  (მოსკოვი), აკნუქ(სომხეთი), აგრეთვე, თბილისიდან მოწვეული - დიდგორი, ადილეი, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლი, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი ,,შემოქმედი“(ოზურგეთი) და აჭარის რეგიონში მოქმედი ტრადიციული მუსიკის ანსამბლები ფერიცვალება (ბათუმი), აჭარის სახელმწიფო ანსამბლი (ბათუმი), წმ. თამარის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ელესა (ქედა), იაგუნდი (ქედა), შუახევი, ჭვანა(შუახევი)  შეასრულებენ.

ფესტივალის საუბიულეო თარიღთან (დაარსებიდან 10 წელი) დაკავშირებით გამოიცა  ბუკლეტი, სადაც განთავსებულია  2005-2015 წლებში მონაწილე ანსამბლების ფოტოები, ასახულია სამეცნიერო კონფერენციების მიმდინარეობა. აგრეთვე, დაიბეჭდა სამეცნიერო ნაშრომების კრებული თემაზე: ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის შემსრულებლობის პრობლემები.

 

ფესტივალის  განრიგი:

 კონფერენციები:

 2, 3, 4  ნოემბერი. 10:00 სთ – 14:00 სთ

 ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი.

 მისამართი: ლ. ასათიანის 37

დოკუმენტური ფილმების ჩვენება: 

 2, 3, 4 ნოემბერი.14:00 სთ

ხელოვნების უნივერსიტეტის  საკონფერენციო დარბაზი.

კონცერტები:

2, 3, 4 ნოემბერი. 19:00 სთ.

ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო თერთმეტწლედის საკონცერტო

დარბაზი. მისამართი: დ. თავდადებულის 20.

 

საკონტაქტო პირები: ხათუნა მანაგაძე  593 311400; 

                                    ლოლიტა სურმანიძე   577 420368;

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930