საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

სურათი

16 ნოემბერი 2015 წელი

კონფერენცია დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის - კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.

         კონფერენციაში მონაწილეობდა 112 მკვლევარი, მათ შორის 12 უცხოელი მონაწილე. 

საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი უნივერიტეტები, სამეცნიერო ცენტრები და სახელოვნებო დაწესებულებები. მათ შორის: თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხე­ლოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, ახალციხის მუზეუმის, ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის, არქეოლოგიის მუზეუმის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები და დოქტორანტები. უცხოეთიდან: გერმანიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე მუშაობდა შემდეგი სექციები:

1. ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

2. თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა;

3. მუსიკათმცოდნეობა;

4. კულტურის კვლევა და მართვა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930