საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადა „ბათუმი“ ზამთრის სერია 2015, ფინალი

სურათი

25 დეკემბერი 2015 წელი

24 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადა "ბათუმი" ზამთრის სერია 2015-ის ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 6 გუნდი. მესამე ადგილზე გავიდა შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის გუნდი "მუზა" (38,7 ქულა), მეორე ადგილზე - სასულიერო გიმნაზიის გუნდი "ჭოტი" (42,0 ქულა), ხოლო გამარჯვებული გახდა მე-7 სკოლის გუნდი "ფესტინა-ლენტე" (47,1 ქულა). გამარჯვებულები დააჯილდოვა ხელოვნების უნივერსიტეტმა, გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში", აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიამ. ოლიმპიადის მესამე სეზონი გაიმართება 2016 წლის გაზაფხულზე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930