სპეციალური ფასდაკლება სტუდენტებისათვის

სურათი
თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციისა და უშუალოდ მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, თეატრში ამოქმედდა ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება სტუდენტებისათვის. ამიტომ, საგანგებოდ მათთვის, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ბილეთი პრემიერაზე 10, ხოლო სხვა სპექტაკლებზე 5-7 ლარი ეღირება. თეატრმა უკვე გამოყო 100 ბილეთი თითოეულ სპექტაკლზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონებში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. ოპერის სალაროში ბილეთების შეძენისას აუცილებელი პირობა მხოლოდ სტუდენტის ბილეთის წარდგენაა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930