განისაზღვრა მობილობის ვადები

რექტორის ბრძანება №01-08/44, 07.07.2016
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა და გარე მობილობის ადგილებისა და მობილობის საუნივერსიტეტო კომისიის დამტკიცების შესახებ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 18 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით.
  2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 27 ივლისიდან 18 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
  3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 24 აგვისტოდან 09 სექტემბრის ჩათვლით.

ბრძანება №566 - 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031