კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საჯარო სამართლის იურიდიული პირი –

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის

ქ.ბათუმი 2017                                                                                                            წლის 22  მარტი                                                          

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №04-01/30

 ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების და მუსიკის ფაკულტეტებზე  ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

         ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლის, ,,უმა-ღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის; 34-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ხელოვნების უნივერსიტეტის წესდების 44-ე მუხლის საფუძველზე

 აკადემიური საბჭო ადგენს:

        1. დარჩენილი ვადით (2020 წლის 01 სექტემბრამდე) გამოცხადდეს კონკურსი ბა-თუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხე-ლოვნების ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტში არქიტექტურის მიმარ-თულებით ასოცირებული პროფესორის და მუსიკის ფაკულტეტის სამუსიკო პედაგო-გიკის, საორკესტრო და აკადემიური გუნდის დირიჟორობის დეპარტამენტში, სამუსიკო პედაგოგიკის მიმართულებით სრული პროფესორის  ვაკანტურ თანამდებობაზე.

         2. კონკურსი ჩატარდეს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესის შესაბა-მისად (დანართი 1).

         3.  კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

 ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 აპრილიდან  26 აპრილის ჩათვლით 

     10 საათიდან 16 საათამდე;

ბ) კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის  28 აპრილს ხოლო  საბოლო შედეგები გამოქვეყნდეს

     არაუგვიანეს 2017 წლის 01 მაისისა; 

დ) კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს 2017 წლის

      01 მაისიდან.

         4. დამტკიცებული იქნეს კონკურსანტის განცხადების (დანართი № 2), ანკეტის (დანართი№ 3), საჩივრის (დანართი№ 4), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართები№ 5, № 6), განცხადებებისა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნალების (დანართები№ 7, № 8) ფორმები.

         5. ინფორმაცია (დანართი№9) კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და საიფორმაციო დაფაზე.

6. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

აკადემიური საბჭოს

     თავმჯდომარე                                                                            ერმილე  მესხია

 

დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
დანართი 6

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031