სტუდენტთა საყურადღებოდ!

არასამთავრობო ორგანიზაცია  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“  ახორციელებს  პროექტს  „მოქალაქეთა ჩართულობის  გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების  შესრულების პროცესში“. 

პროექტის  ფარგლებში  იმართება  საინფორმაციო  შეხვედრები აჭარის რეგიონში  არსებულ  სასწავლებლებში,  სტუდენტების და დაინტერესებული პირებისთვის. მისი მიზანია ქალაქ ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებში და სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების/   დისკუსიების ჩატარებით, სატელევიზიო და ინტერნეტ-გადაცემების და  ვრცელი ანალიტიკური სტატიებით   ასოცირების ხელშეკრულებაზე მოსახლეობის  ინფორმირებულობის დონის ამაღლება  და   აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის  მონიტორინგში  მონაწილეობისადმი  ინტერესის გაღვივება.

 

2018 წლის 22 ნოემბერს  12 საათზე № 37 აუდიტორიაში დაგეგმილია შეხვედრა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე „ევროინტეგრაცია განათლების მიმართულებით“

გთხოვთ დაესწროთ 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031