ბავშვთა ნახატების გამოფენა-მასტერკლასი

სურათი

29 მარტს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების - თამარ ჩიმაკაძის, თამარ წულაძისა და მზია კობალაძის მოსწავლეების გამოფენა- მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  ბათუმის მე-4  საჯარო სკოლის, წმინა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და სკოლა "ნიკეს" აღსაზრდელებმა.  გამოფენა-მასტერკლასის ორგანიზატორი იყო პროგრამის პედაგოგი ქეთევან ფილიპოვა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი  თეა ვადაჭკორია, სკოლების დირექტორები და პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები. მინისტრის მოადგილემ და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა  გამოფენის მონაწილეებს გადასცეს სიგელები.  ჩატარდა მასტერკლასი კომპოზიციაში,  სხვადასხვა სკოლის ბავშვებმა ერთობლივად შექმნეს ფერწერული  ნამუშევრები თემაზე „მატარებელი“.  

http://www.facebook.com/teona.abashidze.35/videos/1146783368861592/UzpfSTEwMDAwNjQ4MTcyNjYwNDoyODY1MjM3MTAzNzAyMzE5/

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930