უნივერსიტეტის ინვნისის თვის აქტივობების ანონსი
- 1 დან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმის „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ -ში გაიმართება უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა ბავშვობის პერიოდის და თანამედროვე ნამუშევრები დეკორატიულ ფერწერასა და პალინდრომის ტექნიკაში.
კურატორები: სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი - ქეთევან ვაჩეიშვილი, ასისტენტ პროფესორი - ბექა ბოლქვაძე
- 1ივნისს, 12:00 საათზე, ხელოვნების უნივერსიტეტში, სტუდია ,,ფერადი სამყარო“ , რომლის ხელმძღვანელია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია გერსამია, წარმოადგენს წლის შემაჯამებელ გამოფენას.
მონაწილეობას ღებულობენ სტუდიის უმცროსი და უფროსი ჯგუფების მოსწავლეები - ხელმძღვანელი მაია ბხსუ-ს ასოცირებული პროფესორი გერსამია.
- 3 ივნისი, ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი - პროექტი კოლაბორაცია 2, მონაწილეობენ მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები
პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა მანაგაძე,დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი, ქორმაისტერი სალომე ცეცხლაძე, პიანისტი ნინო ნიშნიანიძე.)
- 2019 წლის 5 ივნისს 14:00 საათზე, გურიის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.
გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ გურიის რეგიონის სამხატრო სკოლების მოსწავლეები.
- 10 ივნისი, სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური სიმღერის დეპარტამენტის კონცერტი სოლო სიმღერის მიმართულებით - პროფესორ თამაზ ცერიაშვილის კლასი.
- 17 ივნისი ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ერთობლივი კონცერტი -- მონაწილეობენ მუსიკის ფაკულტეტის და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები. მოწვეული სპეციალისტი ირაკლი ევსტაფიშვილი
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |