შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორსა და კიევის თოჯინების აკადემიური თეატრის და კიევის ი. კარპენკო-კარის სახელობის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ნაციონალური უნივერსიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციასთან

სურათი

3 ივნისი 2019 წელი

2019 წლის  3 ივნისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა საქმიანი შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორსა და კიევის თოჯინების აკადემიური თეატრის და კიევის ი. კარპენკო-კარის სახელობის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ნაციონალური უნივერსიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციას შორის.

     შეხვედრაზე რექტორმა მ. ჭიჭილეიშვილმა და  კიევის თოჯინების აკადემიური თეატრის დირექტორმა ი. ა. ჩერნიკოვამ, რეჟისორმა ი. ფედირკომ, დირექტორის მოადგილემ ა. ს. პეტრენკობ ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე.

     შეხვედრას ესწრებოდნენ კიევის უნივერსიტეტის პედაგოგები ე. ოგოროდნოი,  ვ. ოგოროდნაია და ბხსუ - ს სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი, რეჟისორი თ. ბოლქვაძე.

      სტუმრები დაესწრნენ გ. დოჩანაშვილის რომანის ,,სამოსელი პირველი“ ნაწყვეტის მიხედვით   რეჟისორ თ. ბოლქვაძის მიერ  დადგმულ  პერფორმანს  დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის მეორე კურსის  მონაწილობით.  ასევე, სამსახიობო ჯგუფთან გამართულ რეპეტეციას.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031