საზაფხულო კინოსკოლა გაიხსნა

სურათი

27 ივლისი 2019 წელი

წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა პროექტი - „DocNomads-TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“.

პროექტში მონაწილეობას ღებულობდნენ უნგრელი, ბრაზილიელი, მაროკოელი, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინო-ტელე ფაკულტეტისა და ბათუმის უნივერსიტეტის სარეჟისორო სპეციალობისსტუდენტები. პროექტის ფარგლებში ხულოში, ბეშუმში გადაიღეს დოკუმენტური ფილმები.

27 ივლისს ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა საზაფხულო სკოლის გახსნა.

მონაწილეებს მიესალმა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე. უცხოელი და ქართველი სტუდენტებისერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მაღალმთიან აჭარაზე, სოფელ ბეშუმზე და მის მიდამოებზე, მაცხოვრებლებსა და ადათ-წესებზე. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტურიფილმების ჩვენება შედგება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ფორუმებზე.

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=760831&gid=6#.XWeKJ-gzaUl

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031