საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“

სურათი

19 ოქტომბერი 2019 წელი

2019 წლის 19-20 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“.

კონფერენცია მოიცავდა კულტურისა და ხელოვნების აქტუალური საკითხების კვლევას, შემოქმედებითი პროცესებისა და ტენდენციების გაანალიზება-შეფასებას. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემატიკა: ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, რესტავრაცია, თეატრი, კინემატოგრაფი, მუსიკა,  მუზეოლოგია, კულტურის მენეჯმენტი, კულტურული ტურიზმი, მედია.

კონფერენციაში მონაწილეობდა 130-ზე მეტი მკვლევარი 17 ქვეყნიდან.

საქართველოდან კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის წამყვანი უნივერიტეტები, სამეცნიერო ცენტრები და სახელოვნებო დაწესებულებები. მათ შორის: თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხე­ლოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, აჭარის ხელოვნების მუზეუმის, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და დოქტორანტები. უცხოეთიდან მონაწილეობდნენ: დიდი ბრიტანეთის, ხორვატიის, იტალიის, უნგრეთის, ჰოლანდიის, პოლონეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ლატვიის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის სასწავლო და სახელოვნებო დაწესებულებების წარმომადგენლები.

კონფერენციის ჩატარება ხელს უწყობს ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესიულ განვითარებას, ქართული საგანმანათლებლო სივრცის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, აგრეთვე - ქვეყნის, რეგიონის კულტურის პოპულარიზაციას.

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031