სტუდენტური პრაქტიკა - თბილისის Mercedes-Benz Fashion Week

სურათი

19 ნოემბერი 2019 წელი

თბილისმა 30. 10-4.11 უმასპინძლა მოდის პრესტიჟულ ღონისძიებას  Mercedes-Benz Fashion Week-ს,     სადაც მივლენილი იყო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის სპეციალობის 8 სტუდენტი და 2 პედაგოგი. სტუდენტთა ნაწილი  მუშაობდა   back stage -ში   (კულისებში), ნაწილი კი მაყურებლის სტატუსით იმყოფებოდა. ისინი პროფესიული ინტერესით თვალყურს ადევნებდნენ ჩვენებაში მონაწილე ქართველი თუ უცხოელი დიზაინერების მიერ თანამედროვე მოდის ტენდენციების მიხედვით შექმნილ კოლექციებს. მათ საშუალება ჰქონდათ   show room-ზე   წარმოდგენილი პროდუქციის დეტალური დათვალიერებისა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მათი პროფესიული დაოსტატებისათვის.

         მოდის კვირეულის პარალელურად სტუდენტები ესტუმრენ თბილისის სამხატვრო აკადემიას, სადაც გაეცნენ მათი თანატოლებისა და მომავალი კოლეგების სწავლის პროცესსა და ნამუშევრებს, ასევე დაათვალიერეს დედაქალაქის მუზეუმები , გალერეები და იმ დროს  მიმდინარე საინტერესო გამოფენები.

          სტუდენტების ერთკვირიანი ვიზიტი დედაქალაქში დაფინანსებულ იქნა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ.

            პრაქტიკის ხელმძღვანელები: ასოც. პროფესორი დიანა თალაკვაძე, უფროსი მასწავლებელი ნანა კუპრაძე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031