სან-ფრანცისკო - ბათუმის საერთაშორისო კინოპროექტი

სურათი

ხელოვნების უნივერსიტეტის რეჟისურის  სპეციალობის სტუდენტები და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტები ერთობლივ  საერთაშორისო კინოპროექტზე მუშაობენ. სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი, ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი, მსახიობი და რეჟისორი ქრისტოფერ კოპოლა, (მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის ფრენსის ფორდ კოპოლას ძმისშვილი) უკვე მეორედ ერთვება ამ პროექტში თავის სტუდენტებთან ერთად. როგორც თავად აღნიშნა: „ამ პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებს ერთობლივად შექმნან მოკლემეტრაჟიანი ფილმები“.

პირველი პროექტი 2014 წელს განხორციელდა. „SKYPE“-ს საშუალებით სტუდენტები ერთმანეთს საკუთრ იდეებსა და ჩანაფიქრებს უზიარებდნენ, შემდეგ 3-3 წუთაინი ფილმები გადაიღეს. 2014 წლის მაისში ჯერ სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში შედგა  მსოფლიო კინოპრემიერა.   

ამჯერად მსოფლიოში შექმნილი ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისა და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინ მასტერკლასები. სტუდენტებს მიეცათ სრული თავისუფლება გადაიღონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით, ვიდეოკამერით).  პროექტის დასრულება და ფილმების ჩვენება მაისის თვეში იგეგემება.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930