სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი!

 

 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით  ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდე-ბულია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2020 წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტოს 18.00 საათამდე.

სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის)/აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2020 წლის 25 აგვისტოდან 04 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა

 უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განცხადება  (განცხადება ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 10  სექტემბერს.

 

საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის)  მსურველებმა  

უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა)  განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;

დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ.

 

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა)

უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტ-ის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი.

 

საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმო-სვლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2020  წლის  08  სექტემბერს 12.00 საათზე.

 

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2020  წლის 10 სექტემბერს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეიძლება დაუკავშირდეთ: იამზე ჩიჩუა, ტელ: 593359658, ელ-ფოსტა iamze08@mail.ru

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31