პროექტი - „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“

სურათი

7 ოქტომბერი 2020 წელი

      2020 წლის 5-7 ოქტომბერს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყო გამოფენა პროექტის ფარგლებში „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“.

     პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის აკადემია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ხელოვნების ცენტრი „ფოლიანტი“.

პროექტის თანამდგომი - საქართველოს პარლამენტის აპარატი.

პროექტის პარტნიორები - ა(ა)იპ ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლება-თანადგომა, სსიპ ბათუმის 26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროექტი - საკვირაო სკოლა.

დაფინანსება/მხარდაჭერა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროექტის მიზანი იყო სახვითი, სამუსიკო და სათეატრო შემოქმედების ინოვაციური მეთოდებით, ფორმებითა და საშუალებებით ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ურთიერთსაკომუნიკაციო პლათფორმის ინკლუზიური მოდელის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ტიპური განვითარების ადამიანების ინტეგრირებული შემოქმედებითი სივრცის) შექმნა.

პროექტში წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების (მათ შორის მცირემხედველობისა და უსინათლოების), ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები, ინსტალაციები.

პროექტის ხელმძღვანელი - შოთა მაღლაკელიძე

კოორდინატორი აჭრაში - მიხეილ კვაჭაძე

დამდგმელი მხატვარი - ქეთი მატაბელი

პედაგოგები - გია გუგუშვილი, ნინო მგალობლიშვილი, თამარ მალაზონია, ტრენერი/პედაგოგი შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში - ზაზა მეჭიაური.

ვიდეორეჟისორი -გიორგი ბანძელაძე

მოსწავლე მხატვრები - დაჩი ბერიძე, გიორგი ბერაძე, ანუკი დუმბაძე, ქეთი კახაძე, თათია გოგიტიძე, ინგა ბარამიძე, იაგო აფაქიძე, რილანდ ქარცივაძე, ბექა ბასილაძე.

ახალგაზრდა მხატვრები და სტუდენტები - თამარ ჩიმაკაძე, ნიკოლოზ ზარქუა, მიხეილ თავბერიძე, მარიამ ღოღობერიძე, თორნიკე თურმანიძე, რიტა გოგიტიძე, დინა გოგიტიძე, ია ლოლუა, ომარ ტუნაძე, თეკლა ბოკუჩავა, სოფო კუკულაძე, ნათია ჭინჭარაძე, ნანა ნაგერვაძე, მეგი ჯგერენაია, დიანა სამსონია, ნატალია ლაშხი, ანი გემაზაშვილი, ლუკა გუგუშვილი, მარიამ გუგუშვილი.

გამოფენას ეწვია ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930