საფრანგეთის ელჩის ვიზიტი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში

სურათი

26 ივლისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კულტურისა და კომუნიკაციის სფეროს კოორდინატორი სალომე მურვანიძე და საუნივერსიტეტო მიმართულების და campus france წარმომადგენელი ნათია მსხალაძე. უნივერსიტეტის რექტორთან მაია ჭიჭილეიშვილთან შეხვედრის მიზანი იყო კულტურული ურთიერთობების დამყარების პერსპექტივა საფრანგეთის საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებებთან. ელჩი გაეცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მიმართულებებს და შემოქმედებით აქტივობებს. საუბრის შედეგად განისაზღვრა თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებები საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის აქტიური ჩართულობით

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031